საზოგადოება
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება

მოქალაქეებს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება პირველი აპრილიდან შეეძლებათ.

როგორც „სამოქალაქო პრესას“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, დეკლარაციის შევსება პირველი აპრილიდან დაიწყება და დაუბეგრავი მინიმუმი სამი თვის ვადაში ჩაირიცხება.

„დეკლარაციის შევსება 1 აპრილიდან დაიწყება, შევსებიდან სამი თვის განმავლობაში მოხდება თანხის ჩარიცხვა, თუ რა თქმა უნდა მას ბუღალტერია წესრიგში აქვს და შესაბამისად მიუთითებს იმ საბანკო ანგარიშს, რომლითაც სარგებლობს. პირობები იგივე იქნება, რაც 2014 წელს იყო, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საბანკო ანგარიში და სისტემაში მთლიანად უნდა იყოს ნაჩვენები ის ხელფასი, რაც მას ერიცხება“, - განაცხადა თამარ ანდროიძემ.

შეგახსენებთ, რომ დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობა იმ მოქალაქეებსა შეუძლიათ, რომლებსაც  2014  წელს ხელფასის სახით 1800-დან 6000 ლარამდე  აქვთ აღებული.  მოცემულ შემთხვევაში მოქალაქეს უფლება აქვს  დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ ხელფასის ოდენობა 1800 ლარზე ნაკლებია, დაბრუნებას  კონკრეტული თანხის 20 პროცენტი ექვემდებარება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს დაუბეგრავი მინიმუმი  470 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუბრუნდა და თანხის ოდენობა ჯამში 131 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

დეკლარაციის შესავსება 1 აპრილიდან მოცემულ ბმულზე  შეგეძლებათ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.