საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ პურის ფასის ზრდაზე საუბარი ნაადრევია. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, იმოქმედებს თუ არა კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის ზრდა პურის ფასზე, ოთარ დანელიამ უპასუხა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. „ჯერჯერობით ბალანსი შენარჩუნებულია, ამიტომ ამ ეტაპზე თუ რაღაც განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდა, მე ვფიქრობ, პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. ასევე, იმედია, რომ გაზის გაძვირება არ იქნება", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები