საზოგადოება
ოთარ დანელია: პურის ფასი სავარაუდოდ არ გაიზრდება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ პურის ფასის ზრდაზე საუბარი ნაადრევია. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, იმოქმედებს თუ არა კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის ზრდა პურის ფასზე, ოთარ დანელიამ უპასუხა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით ბალანსი შენარჩუნებულია, ამიტომ ამ ეტაპზე თუ რაღაც განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდა, მე ვფიქრობ, პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. ასევე, იმედია, რომ გაზის გაძვირება არ იქნება", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები