Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/68612_437474046306395_1351934947_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ილია მეორეს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა მისალოცი წერილი გამოუგზავნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს კულტურის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა მიხეილ შვიდკოიმ ვლადიმერ პუტინის სახელით საიუბილეო თარიღები მიულოცა. ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილში ნათქვამია: "გულითადად გილოცავთ პატრიარქად წინამძღვრობის 35-ე და დაბადების 80 წლისთავს. თქვენი მოღვაწეობა არის მწყემსმთავრის ერთ-ერთი თავდაუზოგავი მოღვაწეობის მაგალითი – ღრმად ვაფასებთ თქვენს თბილ ურთიერთობებს რუსეთთან, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და მოწოდებას მშვიდობისკენ, სიყვარულისა და ურთიერთგაგებისკენ, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობების რთულ პერიოდში შენარჩუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ სულიერი, კულტურული და ჰუმანიტარული დიალოგი არის მყარი საფუძველი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილში, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ასევე ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს. აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღების მილოცვის შემდეგ მიხეილ შვიდკოიმ უწმინდესს რუსეთის პრეზიდენტის სახელით ხატი გადასცა და აღნიშნა, რომ "ხატმა არამშვიდობიან და კონფლიქტურ პერიოდში ხშირად აღმოუჩინა დახმარება რუსეთს". საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში სერბეთის, ბულგარეთის, ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, რუსეთის, ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლები და მღვდელმთავრები მონაწილეობენ. ღონისძიებას ესწრება სერბეთის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ქრისტეფორი, რომლებმაც უკვე მიმართეს მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას და უწმინდესს საიუბილეო თარიღები მიულოცეს. კონფერენციას ასევე ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც უწმინდესს ასევე მიულოცა საუბილეო თარიღები და მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.