საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა შესრულდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. იგი 1125 წელს აღესრულა.
დავით აღმაშენებელი, ანდერძის მიხედვით, გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.
მასალის გამოყენების პირობები