14 თებერვლამდე საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
11:58 / 09.02.2015
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, რომ 14 თებერვლამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლჭყაპი და წვიმა, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კი იწვიმებს. საქართველოს მთასა და მაღალმთაში, ითოვებს. სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში 11-12 თებერვალს თოვლჭყაპს პროგნოზირებენ. ზოგიერთ რაიონში კი, იწვიმებს. ღამით ჰაერის ტემპერატურა ბარში -1;+4, ხოლო დღისით +3;+8 გრადუსი იქნება. 11 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება. სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, 14 თებერვლის შემდეგ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება და მცირედით დათბება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები