ბულგარეთის ტურიზმისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგად, გადაწყდა, რომ ბულგარეთი ტურისტული ვიზის გაცემისას სავიზო რეჟიმს გაამარტივებს საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსისა და სომხეთის მოქალაქეებისთვის. BolgarskayaPravdas-ს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით ბულგარეთის ტურიზმის სამინისტრო დსთ-ს ყოფილი ქვეყნებიდან რაც შეიძლება მეტი ტურისტის მიზიდვას გეგმავს.
არსებული ცნობებით, ცვლილებები ითვალისწინებს მოკლევადიანი ორჯერადი ან მრავალჯერადი ვიზების გაცემას ”ორგანიზებული ტურიზმის” მიზნით ერთი წლის ვადით იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარსულში ბულგარეთის ვიზებს იყენებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები