საზოგადოება
პატრიარქმა დღევანდელი დღე აღდგომის დღესასწაულს შეადარა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი დღე აღდგომის დღესასწაულს შეადარა. როგორც ილია მეორემ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქებისა და მაღალი რანგის სასულიერო პირების მისალოცი სიტყვების შემდეგ ბრძანა, მისთვის დიდი პატივია მსოფლიო პატრიარქისა და მართლმადიდებელი დელეგაციის სტუმრობა. "დიდად გმადლობთ იმისთვის, რომ აქ იმყოფებით. დღევანდელი დღე აღდგომის დღეს მოგვაგონებს და ეს ყველაფერი ხდება იმ ჩემი მცირე საქმიანობისთვის, რაც ამ წლების მანძილზე გავაკეთე. ჩვენ ვმადლობთ ყოვლად უწმინდესს ბართლომეოსს, რომ გასწია დიდი შრომა და ჩამობრძანდა", - ბრძანა უწმინდესმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამავდროულად მსოფლიო პატრიარქს უთხრა, რომ საქართველოში არის ხალხი და საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც იგი ძალიან უყვარს. "შეგვეწიოს თქვენი ლოცვა და ახდეს თქვენი კეთილი სურვილები. გისურვებთ დიდ წარმატებებს და ღვთის დიდ წყალობას", - მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.