საზოგადოება
საქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დანერგა ვიზების აღების ელექტრონული სისტემა. ახალი ვებ-სისტემის პრეზენტაცია დღეს ჩატარდება.
ვიზის აღების ახალი სისტემის მეშვეობით, ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა.
სავიზო განაცხადის შევსება ინტერნეტ კავშირის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები