საზოგადოება
სოფელ ხაიშში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სკოლას 25 კომპიუტერი გადასცა. მათივე ინფორმაციით, სოფელ ხაიშში გასული საუკუნის 90-იან წლებში სვანეთიდან სტიქიით დაზარალებული 120 ეკომიგრანტი ოჯახი დასახლდა. სკოლაც მაშინ აშენდა. აქამდე ხაიშის საჯარო სკოლა არასდროს გარემონტებულა, მოშლილი იყო ყველა კომუნიკაცია, შენობაში წვიმდა. სკოლის გამო სოფელს მოსახლეობაც ტოვებდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში სრულიად განახლდა სკოლის ინფრასტრუქტურა, მოხდა სასწავლო კორპუსების გადახურვა, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, გარემონტდა საკლასო ოთახები, გაკეთდა საკონფერენციო დარბაზი, გამოიცვალა იატაკები, კიბეები, გაკეთდა ახალი მოაჯირები, შეიღება კედლები, დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა, მოწესრიგდა სველი წერტილები, გაკეთდა გარე სპორტული მოედანი. არდადეგების პერიოდში მოეწყობა შიდა სპორტული დარბაზიც. სკოლა აღიჭურვა სასწავლო და საოფისე ინვენტარით.  როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ხაიშის სკოლა ასევე ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყო პანდუსი, შესაბამისი სველი წერტილები, რამდენიმე დღეში კი, სკოლაში ამოქმედდება ინტეგრირებული კლასი, სადაც 10 შშმ  მოსწავლე ისწავლის.  სკოლას ამ მიზნით სამინისტრომ ორი სპეცმასწავლებელი დაუნიშნა. მათივე ინფორმაციით, ხაიშის სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, გასულ წელს სკოლას 7 ოქროსმედალოსანი ჰყავდა. სკოლა ჩართულია სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებში.
თეთრიწყაროს რაიონში რამდენიმე სკოლა გარემონტდა და სოფელ სამღერეთში უკვე დასრულდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლის აღჭურვის პროცესი. რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელსაც განხორციელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.