ლტოლვილთა სამინისტროში საჩივრების ცხელი ხაზი ამოქმედდა
14:55 / 11.02.2015
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჩივრების ცხელი ხაზი ამოქმედდა. სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი უფლებები, არასწორია მის მიმართ სამინისტროს შესაბამისი ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მას შეუძლია დაუკავშირდეს საჩივრების ცხელ ხაზს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ოპერატორები დეტალურად ჩაინიშნავენ საჩივრის შინაარსს, შეაგროვებენ ყველა საჭირო მონაცემს, რაც ამ საჩივრის შესწავლისთვის იქნება საჭირო და გადაუგზავნიან შესაბამის სამსახურებს. შემდგომ ეტაპზე, საჩივრების კოორდინატორი დეტალურად შეისწავლის წამოჭრილ საკითხს, გაანალიზებს მონაცემებს და გადაუგზავნის მას შესაბამის დეპარტამენტს. მასვე დაევალება პროექტის მენეჯერისთვის ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და ძირითადი ტენდენციებისა და ტიპოლოგიების იდენტიფიცირება. საჩივრების კოორდინატორი პასუხისმგებელია დეპარტამენტისგან მიღებული პასუხი მიაწოდოს ბენეფიციარს, რათა პრობლემა ოპტიმალურ ვადაში მოგვარდეს. სიახლეა ასევე საჩივრების ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღების შესაძლებლობა, მისამართზე -
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
. სამინისტროს ცხელ ხაზთან დაკავშირება შესაძლებელია ნომრებზე: 2431100; 1407 ღილაკი 1 - საცხოვრებელი ფართის დაკანონების საკითხები, ღილაკი 2 - საჩივრების ცხელი ხაზი, ღილაკი 3 - ზოგადი შეკითხვები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები