კობი-გუდაურის მონაკვეთზე, 12:00-დან 17:00 საათამდე, ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით დღისით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, თოვლის დნობისა და ზვავის ჩამოსვლის საშიშროებაა, რის გამოც, კობი-გუდაურის მონაკვეთზე 12:00-დან 17:00 საათამდე მოძრაობა ეკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო დროის დანარჩენ მონაკვეთში მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ამასთან, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
ვახტანგიშვილის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დაშვებულია ყველა ტრანსორტისთვის, ხოლო ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებით
მასალის გამოყენების პირობები