თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ჟურნალისტებს რადიოს მსოფლიო დღეს ულოცავს
15:34 / 13.02.2015
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს რადიოს მსოფლიო დღე მიულოცა. ,,ყველა ჟურნალისტსა და რადიოს მსმენელს რადიოს მსოფლიო დღეს ვულოცავ, რომელიც 2011 წელს, იუნესკომ 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დააფუძნა. ბუნებრივია, წლების მანძილზე მისი დანიშნულება მკვეთრად გაიზარდა. რადიო, დახვეწას განაგრძობს და ახალ ტექნოლოგიებს ითვისებს. რადიო კომუნიკაციის საშუალებაა, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.საკრებულოს ინფორმაციით, მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა 1921 წლის ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში, ხოლო საქართველოში კი 1925 წლის 23 მაისში დაიწყო. ინფორმაცია ნახევრადკუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, რომელიც უცხოური რადიოსატელეგრაფო გადამცემის APH-78-ის ბაზაზე იყო აწყობილი. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადამცემი, რომელიც დღეში 1-2 საათი მუშაობდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები