საზოგადოება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ჟურნალისტებს რადიოს მსოფლიო დღეს ულოცავს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს რადიოს მსოფლიო დღე მიულოცა. ,,ყველა ჟურნალისტსა და რადიოს მსმენელს რადიოს მსოფლიო დღეს ვულოცავ, რომელიც 2011 წელს, იუნესკომ 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დააფუძნა. ბუნებრივია, წლების მანძილზე მისი დანიშნულება მკვეთრად გაიზარდა. რადიო, დახვეწას განაგრძობს და ახალ ტექნოლოგიებს ითვისებს. რადიო კომუნიკაციის საშუალებაა, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. საკრებულოს ინფორმაციით, მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა 1921 წლის ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში, ხოლო საქართველოში კი 1925 წლის 23 მაისში დაიწყო. ინფორმაცია ნახევრადკუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, რომელიც უცხოური რადიოსატელეგრაფო გადამცემის APH-78-ის ბაზაზე იყო აწყობილი. 
ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადამცემი, რომელიც დღეში 1-2 საათი მუშაობდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.