სულ მალე საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური აშენდება, რომელსაც ”ქართლი” ერქმევა. 20 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა გორის რაიონში 2015 წელს დაიწყება.
"ქართლი" პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ააშენებს. მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია. "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" ამჟამად, ბელგიურ კომპანია Tractebel engineering-თან საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულებას აფორმებს.
ამავდროულად ბელგიური მხარე პროექტს სამშენებლო ეტაპზე და ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.
მასალის გამოყენების პირობები