ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 24 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.1971 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1771 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0200 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები