რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის ინფორმციით, 20 იანვარს შავი ზღვის აკვატორიაში, სოჭის სამხრეთ –აღმოსავლეთით 4 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა.
ეპიცენტრი აფხაზეთის სანაპიროებზე 2 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
13 იანვარს დილის რვა საათზე, სოჭში 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
მანამდე 2012 წლის 26დეკემბერს მიწისძვრა სოჭში დაფიქსირდა. ეპიცენტრი შავი ზღვის აკვატორიაში 10 კმ სიღრმეზე, სოჭიდან 154 კმ ზე დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 5,5 ბალს შეადგენდა. 23 დეკემბერს ,17:31 სთ–ზე აფხაზეთის სანაპიროებზე ასევე მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი 15კმ–ის სიღრმეზე, დაბა გულრიფშიდან 49 კმ–ში იყო.
მასალის გამოყენების პირობები