საზოგადოება
საქსტატი - თებერვალში ფასები გაიზარდა სურსათზე, თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ფასების მატებასა და ინფლაციაზე თებერვლის თვის ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, თებერვალში ჯანდაცვის მიმართულებით ფასები გაიზარდა 0.9%-ით. საქსტატის ინფორმაციით, აღსანიშნავია ფასების მატება სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 2.4%-ით. ფასები გაიზარდა ასევე ამბოლატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (0.7%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (0.3%). 
ტრანსპორტის მიმართულებით, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 2.4%-იანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-4.3%).  როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, თებერვალში ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.1% შეადგინდა და მის ფორმირებაზე მოცემულ პერიოდში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სწორედ ჯანმრთელობის დაცვისა და ტრანსპორტის მიმართულებით. 
წინა თვესთან შედარებით ფასების ზრდა შეეხო: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა 0.1%-ით; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 1.0%-ით; საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი – 0.4%-ით; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 0.5%-ით, ჯანმრთელობის დაცვა – 0.9%, დასვენება, გართობა და კულტურა – 0.7%, განათლება – 0.5%, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 0.7%, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 1.5%; ამ პერიოდში გაიაფდა: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 1.2%-ით, ტრანსპორტი - 2.4 %-ით და კავშირგაბმულობა – 0.1%-ით. 2015 წლის თებერვალში 2014 წლის თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ჯანმრთელობის დაცვაზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თაბაქოზე და ტრანსპორტზე. 
კერძოდ, ჯანდაცვის მიმართულებით ერთწლიან პერიოდში ფასები გაიზარდა 6.4 %-ით. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფებზე 11.1%-ით, ამბოლატორიულ მომსახურებაზე 4.2%-ით და საავადმყოფოების მომსახურებაზე 5.2%-ით. 
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1.9%-ით. ხილზე და ყურძენზე ფასი გაიზარდა 18.6%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.2%-ით. ხოლო ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები შემცირდა 6.1%-ით.  ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 8.1%-ით. თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდა 10.6%-ით. 
ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები შემცირდა 7.8%-ით. ფასებმა იკლო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12.9%). თუმცა, ფასები გაიზარდა სატრანსრპორტო საშუალებების შეძენაზე (10.1%). 
ამ პერიოდში ფასების ზრდა ასევე შეეხო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (1.9%); საცხოვრებელს, წყალს, ელ.ენერგიასა და აირს (1.3%); ავეჯს, საოჯახო ნივთებს, სახლის მოვლას (2.1%); დასვენებას, გართობას და კულტურუას (1.1%); განათლებას (2.4%); სასტუმროებს, კაფეებს და რესტორნებს (2.8%); სხვადასხვა საქონელს და მომსახურებას(2.4%).  კლება კი აისახა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (5.4%) და კავშირგაბმულობაზე (0.4%). 
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეს მონაცემები ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.