საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა სამი უვადო პატიმრობამისჯილი ქალი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამი უვადო პატიმრობამისჯილი ქალი შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა შეწყალების ორ აქტს.  პირველი აქტის საფუძველზე შეწყალებულია სამი უვადო პატიმრობამისჯილი ქალბატონი, რომელთა გათავისუფლების ვადა, თითოეულ შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნის 20 წლიან ვადას არ აღემატება. 
ეს ქალბატონები სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლით იხდიდნენ, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას და სახელმწიფო საზღვარზე აკრძალული ნივთიერებების გადატანას გულისხმობს. 
ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისია უვადო მსჯავრდებულების საკითხზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.  მეორე შეწყალების აქტით კი, საქართველოს პრეზიდენტმა 188 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 7 არასრულწლოვანია. შეწყალებულთაგან 130 დღეს დატოვებს სასჯელარსრულების დაწესებულებას. რაც შეეხება დანარჩენ 58 პატიმარს, მათ სასჯელის ვადა გაუნახევრდათ ან შეუმცირდათ. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.