საზოგადოება
სურსათის სააგენტო კერძო საბავშვო ბაღების შემოწმებას იწყებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, მუნიციპალურის შემდეგ, კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას იწყებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ინსპექტირება ჩატარდა თბილისის 62, შიდა ქართლის 27 და ქვემო ქართლის 46 ბაღში. მათივე ცნობით, 2014 წელს გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო გურიაში დაჯარიმდა ექვსი ბაღი. თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში სასადილოში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო გაიცა რეკომენდაციები, ხოლო ერთ-ერთ მუნიციპალურ ბაღში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვადაგასული კვერცხი აღმოაჩინეს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, დღეისათვის ინსპექტირებისათვის შეფასებულია 353 ბაგა-ბაღი. 16 მარტისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველო დაასრულებს ქალაქის 159 მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებას, რის შემდეგაც დაიწყება კერძო ბაღების მონიტორინგი. ინსპექტირებისათვის უკვე შეფასებულია 78 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კვების ბლოკი. მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგები ცხადყოფს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების უმეტესობა აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, თუმცა, ზოგიერთი ბაღის კვების ბლოკში კვლავ პრობლემად რჩება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, რის გამოსასწორებლადაც მათ კონკრეტული ვადები აქვთ დადგენილი. სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებზე კონტროლს პერმანენტულად განახორციელებს, კერძო ბაღების მფლობელებს კი მოუწოდებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კანონმდებლობის შესაბამისად, 500 ლარით დაჯარიმდებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.