საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის შეტყობინება
თუ თქვენ 2014 წელს საქართველოში მიიღეთ დასაბეგრი შემოსავალი, 2015 წლის 1 აპრილამდე უნდა წარადგინოთ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოთ საშემოსავლო გადასახადი. • დასაბეგრი შემოსავალი არის საქართველოში მიღებული ერთობლივი შემოსავლისა და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს შორის სხვაობა. • საშემოსავლო გადასახადის შეღავათები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით. თუ თქვენ არ ხართ რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვისცენტრს. გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაციის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მომსახურების სერვისით www.rs.ge-ით სარგებლობისათვის, საჭიროა შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრში ერთჯერადად ავტორიზაციის გავლა. აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრში, ვიდეოთვალის მეშვეობით, ონლაინრეჟიმში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრის სერვისით, ტელ: (995) 2 299 299.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.