თუ თქვენ 2014 წელს საქართველოში მიიღეთ დასაბეგრი შემოსავალი, 2015 წლის 1 აპრილამდე უნდა წარადგინოთ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოთ საშემოსავლო გადასახადი.
• დასაბეგრი შემოსავალი არის საქართველოში მიღებული ერთობლივი შემოსავლისა და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს შორის სხვაობა.
• საშემოსავლო გადასახადის შეღავათები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით.
თუ თქვენ არ ხართ რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვისცენტრს.
გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაციის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მომსახურების სერვისით
www.rs.ge-ით სარგებლობისათვის, საჭიროა შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრში ერთჯერადად ავტორიზაციის გავლა. აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრში, ვიდეოთვალის მეშვეობით, ონლაინრეჟიმში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრის სერვისით, ტელ: (995) 2 299 299.
მასალის გამოყენების პირობები