Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/1340113573_gv4-gamocdebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/1340113573_gv4-gamocdebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/1340113573_gv4-gamocdebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/1340113573_gv4-gamocdebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
განათლების სისტემაში საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული ცვლილებები შევიდა
საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში 2012-2013 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით გაიმართება, მეორე ეტაპი - 2013 წლის 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით. კონკრეტულ საგანში გამოცდის ფორმის არჩევის და საგამოცდო განრიგის საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სკოლა იღებს. გამოცდის ჩაბარების უფლება ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და იმ პირებს აქვთ, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად, შესაბამის წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა ქებურია რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებს, რომ მეთორმეტე კლასელები 2013 –2014 წლებში იმავე 8 გამოცდას ჩააბარებენ, რომელსაც გასულ წელს აბარებდნენ. განათლების სამინისტრომ მოსწავლეებს შესთავაზა სერვისი, რომელიც ითვალისწინებს, რომ მეთერთმეთე კლასის დასრულებისას  მათ გამოცდის ჩაბარება 4 საგანში მოუწევთ.“ აღნიშნული გამოცდები გათვალისწინებულია საბუნებისმეტყველო საგნებში: ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში. დარჩენილი გამოცდების ჩაბარება კი წლის ბოლოს მოუწევთ. სიახლეებია ეროვნული გამოცდების რეგისტაციის პროცესებთან დაკავშირებითაც. აბიტურიენტები თავიანთი არჩევანის  ჩამონათვალში არ იზღუდებიან. გასული წლებისგან განსხვავებით ისინი პირველ ეტაპზე მხოლოდ იმ გამოცდების ჩამონათვალში რეგისტრირდებიან, რომლის ჩაბარებაც სურთ. მითითებული პროფესიის შეცვლა კი მათ გამოცდების ჩაბარების შემდეგაც შეეძლებათ.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.