დაზღვევის უნივერსალური მოდელით დაახლოებით საქართველოს 2,2 მილიონი მოქალაქე ისარგებლებს, - ამის შესახებ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრმა უნივერსალური დაზღვევის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში არ შეიქმნება იმის საშიშროება, რომ დაწესებულებებთან რიგები დადგეს. მისი განმარტებით, გეგმიურ მიღებებზე ოჯახის ექიმთან, თერაპევტთან და პედიატრთან პაციენტების რაოდენობა მოიმატებს, თუმცა დაწესებულებებში მომსახურების სრულად უზრუნველსაყოფად საკმარისი რესურსი არსებობს.
როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, მსგავსი რისკების თავიდან ასაცილებლად, სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა, შექმნილია სპეციალური მონიტორინგისა და ადმინისტრირების ჯგუფი, რომელიც ამ რისკებს გააკონტროლებს
მასალის გამოყენების პირობები