აშშ–ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას ინაუგურაციის ცერემონიაზე გამოსვლიდნ ერთი კვირის თავზე 15 წლის ნადია პენდლტონი ჩიკაგოში მოკლეს.
პოლიციის ინფორამციით, გოგონა გაჩერებაზე იდგა, როდესაც უცნობმა მას ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. ვარაუდობენ, რომ მოზარდი ბოროტმოქმედის შემთხვევითი მსხვერპლი გახდა. ტრაგედია სწორედ იმ დღეს მოხდა, როდესაც აშშ–ის სენატის იურიდიულ კომიტეტში იარაღზე კონტროლის გამკაცრების საკითხებზე მსჯელობდნენ.
"როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ მთლიანად ვერასოდეს მოვუღებთ ბოლოს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბოროტებას. მაგრამ, თუკი ჩვენ შევძლებთ ერთ ბავშვს მაინც შევუნარჩუნოთ სიცოცხელე, ვალდებულნი ვართ ვცადოთ ამის გაკეთება, როდესაც საქმე იარაღის გამოყენებით ძალადობას ეხება", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ.
ამერიკის მთავრობა, თვლის, რომ ამ ეტაპზე უნდა გამკაცრდეს კრიმინალური წარსულისა და ფსიქიური პრობლემების მქონე პირებისთვის იარაღის ფლობის შესახებ კანონი. ამასთან მსროლელთა ეროვნული ასოციაცია დაჟინებით მოითხოვს ამ სფეროში უკვე არსებული კანონების დაცვას და ამერიკელებისთვის „საკუთარი ოჯახის დაცვის“ უფლების ხელშეუხებლობის შენარჩუნებას.
მასალის გამოყენების პირობები