ამერიკულმა საერთაშორისო მაუწყებელმა "სიენენმა" რუსეთში მაუწყებლობის უნივერსალური ლიცენზია მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია "როსკომნადზორზე" დაყრდნობით იუწყება.
"სიენენისთვის" უნივერსალური სამაუწყებლო ლიცენზიის მინიჭების ბრძანება გაცემულია", - განუცხადა "ინტერფაქსს" რუსეთის კავშირგაბმულობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესსმდივანმა,ვადიმ ამპელონსკიმ.
ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ რუსეთში საკაბელო ქსელებით მაუწყებლობა 2014 წლის 31 დეკემბერს შეწყვიტა. ამის მიზეზად კი რუსეთში უცხოური მედიასაშუალებების წინააღმდეგ ახალი რეგულაციების დაწესება დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები