საზოგადოება
დავით სერგეენკო: "C ჰეპატიტის მმურნალობის პროექტს ხელი 21 აპრილს მოეწერება"
"C ჰეპატიტის ანტივირუსული მკურნალობის პროექტს ხელი 21 აპრილს მოწერება და უახლოესი დღეების განმავლობაში დაიწყება",-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "გაცნობებთ, რომ 21 აპრილს ხელი მოეწერება ხელშეკრულებას და ხელმოწერიდან უახლოესი დღეების განმავლობაში უკვე პირველი 5 000 ადამიანის სამკურნალო დოზა უკვე შემოვა. რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს, ამის შესახებ ხელმოწერის დღეს გაცნობებთ - ვგულისხმობ მიწვდომადობას ამ მედიკამენტებთან. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ეს იქნება ბევრად უფრო მიწვდომადი, ვიდრე ეგვიპტის პრეცედენტი",-განაცხადა სერგეენკომ. მინისტრმა პაციენტებს მოუწოდა, მკურნალობის დაწყებამდე, დაიცვან წესები და არ მოიხმარონ ალკოჰოლი. "ის პაციენტები, ვინც დაიწყებენ მკურნალობას, ძალიან კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ მკურნალობა არ ნიშნავს, რომ ღვიძლის ფუნქცია სრულად და მყისიერად დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას, ეს არის ინფექციის მოსპობა და არა საკუთრივ ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა გაიგეს რა ამ მოსალოდნელი პროექტის შესახებ იმ რეჟიმს თავი დაანებეს, თავის მოვლას, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მალე დაიწყებენ მკურნალობას და საერთოდ ხელი აიღეს რეჟიმის დაცვაზე, ღებულობენ ალკოჰოლს, არ იცავენ საბაზო პრინციპებს. კატეგორიულად მიუღებელია და ასეთი დამოკიდებულება ამ დაავადებისადმი არის ფატალური შედეგების მომტანი",-აღნიშნა სერგეენკომ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.