საზოგადოება
ევროკავშირში 2 500-მდე დასახელების სახიფათო საქონელი ამოიღეს გაყიდვიდან
ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდვაში არსებული სახიფათო საქონლის რეკორდული რაოდენობა ამოიღეს. ევროკომისიის ინფორმაციით, 2014 წელს ევროკავშირის ინსპექტირების ორგანოებმა გაყიდვიდან ამოიღეს 2 435 დასახელების ნაწარმი, რომელიც სახიფათოა მომხმარებლისთვის. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ამოღებულია დიდი რაოდენობით სათამაშოები, ტექსტილი, ტანსაცმელი და აქსესუარები. ევროპული ინსპექციის ინფორმაციით, გაყიდვიდან ამოღებული სახიფათო ნაწარმის ერთი მეოთხედი სერიოზული საფრთხის შემცველია მომხმარებლისთვის. "პროდუქციის დაახლოებით 12%-ს შეუძლია გამოიწვიოს დენის დარტყმა. აღმოჩენილი საბავშვო სათამაშოები ბავშვის კანის გაღიზიანებას იწვევს, აქსესუარები კი ჯანმრთელობისთვის საშიშ ლითონს შეიცავს", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. მომხმარებლისთვის საშიში საქონლის ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ელექტრომოწყობილობები, მობილური ტელეფონებისა და ავტომობილების აქსესუარები, რომელთა უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებში ჩინეთიდან მოხვდა. საქონლის 64% წარმოებულია ჩინეთში, 14% კი ევროკავშირისა და ევროპული ეკონომიკური სივრცის ქვეყნებში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.