საზოგადოება
Wizz Air-ი ქუთაისიდან კიევის მიმართულებით რეისებს აღარ შეასრულებს
უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი 20 აპრილიდან კიევი-ქუთაისისა და ქუთაისი-კიევის რეისებს აღარ განახორციელებს. იმ მომხმარებლებს კი, რომელთაც უკვე ნაყიდი აქვთ ბილეთები, კომპანია მათ გადახდილ თანხას უკან დაუბრუნებს. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალური გვერდი იტყობინება. ფრენების გაუქმების მიზეზი უკრაინაში Wizz Air-ის წარმომადგენლობის დახურვაა. რეისები გაუქმდება კიევიდან ბარსელონას, ვალენსიას, მოსკოვის, მილანის, ნეაპოლის და ვენეციის მიმართულებითაც. თუმცა, Wizz Air-ი ფრენების შესრულებას გააგრძელებს ბუდაპეშტის, ლონდონის, კიოლნის, დორტმუნდის, ჰამბურგის, მიუნხენის, კატოვიცესა და ლარნაკას მიმართულებით. ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისები 37 ქვეყანაში ხორციელდება. იგი ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი ავიაკომპანიაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები