გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს, რომ დღეს ღამით თბილისში ნალექი შენარჩუნდება, ხვალიდან კი ამინდი გაუმჯობესდება. ტემპერატურა ხვალ თბილისში +11 +5 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები დედაქალაქში უნალექო ამინდს მომდევნო სამი დღის განმავლობაში პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება ნალექი წვიმის, მაღალ მთაში კი თოვლის სახით.
აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მაღალ მთაში - თოვლი. ტემპერატურა ხვალ დღისით +9 +14, ღამით +1 +6 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მაღალ მთაში - თოვლი. ტემპერატურა დასავლეთში ხვალ დღისით +11 +16, ღამით +6 +11 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები 3 აპრილიდან ამინდის გაუარესებას, კერძოდ წვიმებს ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები