Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/64851FB.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/64851FB.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/64851FB.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/64851FB.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
4 თებერვალი Facebook–ის დაბადების დღეა
დღეს მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ დაბადების დღეა. 2004 წელს, მარკ ცუკერბერგმა, რომელიც მაშინ ჰარვარდში სწავლობდა, პირველად ჩაუშვა ქსელი დომენზე thefacebook.com. ქსელის სახელწოდება კი აღებულ იქნა სტუდენტთა და მასწავლებელთა საკონტაქტო ცნობარიდან, რომელსაც უნივერსიტეტში The Facebook–ს უწოდებდნენ. The Facebook–ის ჩაშვებიდან სულ რაღაც 6 დღეში ჰარვარდის სამმა უფროსკურსელმა მარკი იმაში დაადანაშაულა, რომ The Facebook–ის იდეა მათ მოპარა. საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. ცუკერბერგის საიტზე მხოლოდ თებერვალში ჰარვარდის სტუდენტთა ნახევარი დარეგისტრირდა. მარტში The Facebook–ი სტენფორდამდე, კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტებამდე გაფართოვდა. შემდეგ კი სხვა უნივერსიტეტებშიც გაიხსნა. მალე ის ხელმისაწვდომი გახდა კანადისა და აშშ–ის უნივერსიტეტების უმრავლესობაში. თანდათანობით შეიკრიბა გუნდი: ედუარდო სავერინი (ფინანსური დირექტორი), დასტინ მოსკოვიცი (პროგრამისტი,) ენდრიუ მაკ–კოლუმი (მხატვარი) და კრის ჰიუზი. 2004 წლის ივნისში The Facebook–ი გადავიდა პალო–ალტოში (კალიფორნია), ცუკერბერგმა და სავერინმა კი სოციალურ ქსელ Napster–ის დამფუძნებელი შონ პარკერი გაიცნეს, რომელმაც მალე კომპანია Facebook–ის პრეზიდენტის თანამდებობა მიიღო. 2005 წელს სოციალური ქსელის სახელწოდებიდან გაქრა არტიკლი the და კომპანიამ 200 ათას დოლარად მიიღო სახელი facebook.com. 2006 წლის 26 სექტემბერს სოციალური ქსელი ინტერნეტის ყველა იმ მომხმარებლისთვის გახდა ხელმისაწვდომი, რომელიც 13 წელზე უფროსია. ამის შემდეგ კი facebook–მა მთელი ქვეყნები და კონტინენტები დაიპყრო. კომპანიის ღირებულება მილიარდობით დოლარად განისაზღვრა. 2010 წლიდან მარკ ცუკერბერგი მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად მიიჩნევა. 2012 წელს Bloomberg–მა ცუკერბერგის ქონება 19,1 მილიარდ დოლარად შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ცუკერბერგი ამჟამად მხოლოდ 28 წლისაა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.