"სელფი ფეხსაცმელი" 2 აპრილიდან ონლაინ მაღაზიებში 199 დოლარად გაიყიდება.
ფეხსაცმლის ფორმა საშუალებას მოგცემთ ჩასვათ შიგ ტელეფონი, დააჭიროთ თითი ფეხსაცმელში მოთავსებულ სპეციალურ ღილაკს და გადაიღოთ სელფი.
საპრეზენტაციო ვიდეორგოლში ფეხსაცმლის ავტორები, სელფის ჯოხით აღფრთოვანებულები არიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ "სელფი ფეხსაცმლისგან" განსხვავებით ჯოხის გამოყენებაში შეიძლება სირთულეებს გადააწყდეთ.
ბოლო დროს სელფის ჯოხს ხშირად კრძალავენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. 30 მარტს გახდა ცნობილი, რომ ჯოხები ამერიკის ორ უდიდეს მუსიკალურ ფესტივალზე აკრძალეს.
მასალის გამოყენების პირობები