საზოგადოება
საქართველოს საგარეო ვალმა 13.5 მილიარდი დოლარი შეადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 13.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან და იგი მოიცავს სახელმწიფო და კერძო სექტორის საგარეო ვალს.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები