ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებენ ბზის მოჭრისგან თავი შეიკავონ.
ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ საპატრიარქოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
დღესასწაულზე სანერგე მეურნეობაში სპეციალურად გამოყვანილი ბზა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება.
კოლხური ბზის უკანონო მოპოვებაზე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კონტროლი გაამკაცრა. კანონდარღვევისთვის 150-დან 500 ლარის ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები