საზოგადოება
კანონპროექტს 5 წლის ასაკიდან სკოლაში შესვლაზე განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა, შვიდი ხმით ხუთის წინააღმდეგ, მხარი არ დაუჭირა პარლამენტის წევრის, კობა სუბელიანის საკანონმდებლო ინიციატივას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე,რომელიც ითვალისწინებს მშობლის სურვილის შემთხვევაში 6 წლამდე ასაკის ბავშვის სკოლაში შეყვანას. კობა სუბელიანის კანონპროექტის მიხედვით, "სწავლის დაწყების უფლება აქვთ პირებს, თუ მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით ხდებიან ექვსი წლის." კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, პედაგოგებთან საუბრისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ არა საწყის ეტაპზე, არამედ მეოთხე - მეხუთე კლასში იგრძნობა მოსწავლეებს შორის ასაკობრივი განსხვავება. სუბელიანის განმარტებით, მის საკანონმდებლო ინიციატივას წინ უძღოდა მშობლების მიმართვა. "მშობლები დამიკავშირდნენ, 30 ათასამდე ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ. 5 ათასამდე ბავშვი სკოლის გარეთ რჩება,სექტემბერში,ოქტომბერში დაბადებული ბავშვების.დავუტოვოთ არჩევანის უფლება. აღარც ბაღში რჩება მათი ადგილი,აღარც სკოლაში და რჩება სახლში".-აცხადებს სუბელიანი. 6 წლამდე ბავშვის სკოლაში შეყვანას ეწინააღმდეგებიან განათლების სამინისტრო,პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და ფსიქოლოგების ნაწილი. კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტს პლენარული სხდომა მეორე მოსმენით განიხილავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.