საზოგადოება
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „საქართველოს ფოსტის“ განცხადებას ეხმიანება

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“„საქართველოს ფოსტის“ განცხადებას ეხმიანება, სადაც მითითებულია, რომ ორგანიზაცია  უკვე რამდენიმე წელია მონიტორინგს უწევს საქართველოს საფოსტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს.

" მონიტორინგისას იკვეთებოდა საქართველოს მთავრობის მცდელობა შეეზღუდა კონკურენცია და უპირატეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა „საქართველოს ფოსტა“ კერძო კომპანიების ხარჯზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის #30 ბრძანება, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის #40 დადგენილება და „ფოსტის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელზეც მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

 აღნიშნულ პრობლემატურ ტენდეციებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი  განცხადება გავავრცელეთ. გარდა ამისა, 2013 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმართა სასამართლოს ფინანსთა მინისტრის ზემოთ აღნიშნული ბრძანების გაუქმების მიზნით.

 ორგანიზაციამ საქმე ყველა ინსტაციაში მოიგო და ბრძანების გაუქმებასაც მიაღწია.

ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომლითაც ანალოგიური შინაარსის მთავრობის დადგენილების გაუქმებას ვითხოვდით, და ამ დავაშიც, ასევე, უცილობლად გავიმარჯვებდით, თავად მთავრობას რომ არ გაეუქმებინა თავისივე დადგენილება.

 უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის თავდაპირველი ვერსია ასევე უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს ფოსტას. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულნი  კანონის დახვეწის პროცესში, რის შედეგადაც პირველადმა ვერსიამ ცვლილებები განიცადა. დღევანდელი მდგომარეობით, კანონზე მუშაობა შეჩერებულია, მათ შორის, საქართველოს ფოსტის საპრივატიზაციაო ნუსხაში შეტანის გამო.

 მთავრობის მიერ კონკურენციის შეზღუდვის სწორედ ეს მცდელობებია შესწავლილი კვლევაში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა 2015 წლის თებერვალში. ამ მოცემულობაში გაუგებარია „საქართველოს ფოსტის” პრეტენზიები კვლევის დასკვნებთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კვლევის დასკვნებისა და ყველა ჩვენი განცხადების სისწორეს, მითუმეტეს რომ მთავრობის მცდელობების არამართებულობა სასამართლო გადაწყვეტილებებითაც დასტურდება". -ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ,,საქართველოს ფოსტა გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” 27 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშს „კონკურენციის პოლიტიკა: საფოსტო მომსახურების ბაზარი საქართველოში".

განცხადებაში საქართველოს ფოსტამ აღნიშნა, რომ კვლევა არ ასახავს რეალობას და სავარაუდოდ, მიმართულია კომპანია „საქართველოს ფოსტის" ბიზნეს რეპუტაციის შელახვისკენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.