Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/cixe1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/cixe1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/cixe1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/cixe1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
სახალხო დამცველის რწმუნებულმა გაგა მკურნალიძე და დავით ხოჭუა მოინახულა
2013 წლის 7 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 9 დაწესებულებაში, სადაც შეხვდა ბრალდებულ გაგა მკურნალიძეს (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე). გ.მკურნალიძემ სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ფსიქიკური პრობლემები არ აწუხებს. მისი მტკიცებით, პატიმრობის პერიოდში რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, დაკავებისას და შემდგომ მისი უფლებები არ დარღვეულა. გ.მკურნალიძე აცხადებს, რომ პატიმრობის პერიოდში მას თვითმკვლელობა არ უცდია და არც მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ. დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე პრეტენზია არ აქვს. ვიზუალური დათვალიერებით გაგა მკურნალიძეს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ასევე დაათვალიერა გ.მკურნალიძის საკანი, სადაც ვიდეოთვალი დამონტაჟებული არ აღმოჩნდა. სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე გაესაუბრა ბრალდებულ დავით ხუჭუას. მისი განმარტებით, აღნიშნულ საკანში ის გაგა მკურნალიძესთან ერთად იმყოფება 2012 წლის ოქტომბრის თვიდან. დ. ხუჭუას (მე-8 საპყრობილის დირექტორი) განცხადებით, გ.მკურნალიძისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ შეუნიშნავს და ადასტურებს, რომ გ.მკურნალიძეს თვითმკვლელობა არ უცდია. სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა #9 დაწესებულების მთავარ ექიმს ერეკლე მურჯიკნელს. მთავარი ექიმის განმარტებით, გაგა მკურნალიძეს სუიციდის მცდელობა არასოდეს ჰქონია და არის აბსოლუტურად ადეკვატური და კონტაქტური. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე გაესაუბრა #9 დაწესებულების დახურული ტიპის განყოფილების უფროსს ვახტანგ დოლიძეს. მისი განმარტებით, გაგა მკურნალიძეს პატიმრობის პერიოდში თვითმკვლელობა არ უცდია და მასთან დაკავშირებით რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მის საკანში ვიდეოთვალი დამონტაჟებული არ არის, ვინაიდან არ არსებობს ამის აუცილებლობა. ვიზიტის შემდგომ, სახალხო დამცველის რწმუნებულმა შეადგინა შესაბამისი ოქმი, თუმცა გაგა მკურნალიძემ და დავით ხუჭუამ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს. მიზეზი არ დაასახელეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.