საზოგადოება
Microsoft-ი აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს დაასაქმებს
მულტინაციონალური ტექნოლოგიების გიგანტი "მაიქროსოფთი" აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს დაასაქმებს. "მაიქროსოფთის" წარმომადგენელთა განცხადებით, კომპანია საპილოტე პროგრამის გაშვებას მაისში გეგმავს და პროგრამის ფარგლებში ვაშინგტონში მდებარე სათავო ოფისში აუტიზმის მქონე ადამიანებს სრულ განაკვეთზე დაასაქმებს. "მაიქროსოფთში" პირველ ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმებას გეგმავენ. "მაიქროსოფთი უფრო ძლიერი გახდება, თუ შესაძლებლობებს გავზრდით და სამუშაო ადგილის დივერსიფიცირებას მოვახდენთ. აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს მოაქვთ სიძლიერე, რაც "მაიქროსოფთში" გვჭირდება. თითოეული ადამიანი არის განსხვავებული, ზოგს ინფორმაციის დამახსოვრების გასაოცარი შესაძლებლობები აქვს, დეტალებში და სიღრმისეულად აზროვნებს", - დაწერა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, მერი ელენ სმიტმა "მაიქროსოფთის" ბლოგზე. მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანიის ახალი პროგრამა იმ მასშტაბური კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უფრო მეტი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანის დასაქმებას. "მაქიროსოფთის" მსგავსი ინიციატივით გასულ წელს გერმანული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი SAP-იც გამოვიდა. აღნიშნულ კომპანიაში აცხადებენ, რომ 2020 წლისთვის მათ 650 აუტიზმით დაავადებული ადამიანი ეყოლებათ დასაქმებული, რაც მათი თანამშრომლების 1 პროცენტი იქნება. აუტიზმით ადამიანების გადამზადებასა და მათთვის სამსახურის პოვნას დანიური კომპანია Specialisterne უზრუნველყოფს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.