19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იფრენს. მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა - მგზავრებს ქუთაისი-სტამბულის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეეძლებათ,-აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
ავიაკომპანია პეგასუსი მომხმარებლებს სტამბულის "საბია გოგჩენის" აეროპორტიდან ავიარეისებს დაახლოებით 100 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.
ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 29.99 ევროდან იწყება. მათი შეძენა მსურველებს დღეიდან პეგასუსის ვებგვერდზე შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები