საქართველოში 19 აპრილამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა,რომ ხვალ დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ წვიმა შენარჩუნდება.
"ხვალ დასავლეთს საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ხოლო 16, 17, 18 აპრილს გამოიდარებს და უანლექო ამინდი შენარჩუნდება და მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა”,-განაცხადა სვეტა ნიორაძემ.
ნიორაძის განცხადებით ხვალ, დასავლეთს საქართველოში ჰაერი 10-15 გრადუსამდე, ზეგ კი 12-17 გრადუსამდე გათბება, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ხვალ, ჰაერი აქ 13-18 გრადუსამდე მოიმატებს, 16 აპრილს კი დღის ტემპერატურა 15-20 გრადუსამდე შენარჩუნდება. მისი თქმით, 19 აპრილიდან კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები