საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში პოზიცია 15 პუნქტით გაიუმჯობესა.
ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2015 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
საქართველომ 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილი დაიკავა. გასულ წელს კი პრესის თავისუფლების ინდექსში 84-ე ადგილი ეკავა.
პირველ ხუთ ადგილზე პრესის თავისუფლების ინდექსით ფინეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები და შვედეთი არიან.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით მათი ადგილები ასე გამოიყურება: სომხეთი 78-ე, თურქეთი 149-ე, რუსეთი 152-ე აზერბაიჯანი კი 162-ე ადგილს იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები