ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური კონსულტაციები დასრულდა.
მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, „ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები განახორციელონ რუსეთის 7 ქალაქში - მოსკოვი, პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, სოჭი, როსტოვი და მინვოდი. ხოლო რუსულ კომპანიებს - თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. ფრენის სიხშირეები თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე განისაზღვრა - ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 18 სიხშირე თითოეული მხრიდან, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე - 21 სიხშირე. რაც შეეხება ფრენის სიხშირეებს სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებს შორის, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში სიხშირეები იქნება შეუზღუდავი, როგორც ეს იყო ქვეყნებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები