C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების რეგისტრაცია 21 აპრილს დაიწყება, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სათანადო ხელშეკრულებას ხელი სწორედ აღნიშნულ რიცხვში მოეწერება.
„ეს მოგვცემს საშუალებას, რომ დაავადების სამკურნალო უნიკალური პრეპარატი ძალიან ხელმისაწვდომ პირობებში მივიღოთ. C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს საშუალება მიეცემათ, იმ პრეპარატით იმკურნალონ, რომელზეც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ოცნებობენ. ხელმოწერის შემდეგ პაციენტების რეგისტრაციას გამოვაცხადებთ. ისინი სოციალურ სააგენტოებში უნდა დარეგისტრირდნენ. რაც შეეხება ფასს, უკვე ვიცით, მაგრამ ამას პარტნიორების გარეშე ვერ გეტყვით. ფასს ხელმოწერის შემდეგ გამოვაცხადებთ. თუმცა ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
პაციენტებმა რეგისტრაციისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ფორმა # 100 უნდა წარადგინონ.
მასალის გამოყენების პირობები