საზოგადოება
24 აპრილის ჩათვლით საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
მომდევნო დღეების განმავლობაში, სინპოტიკოსები საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს, რომ მომდევნო დღეებში საქართველოში სიცივე, ტემპერატურის შემცირება და ნალექია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში ხვალ წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა დილით +12, ღამით +6 გრადუსი იქნება. წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც. ტემპერატურა დღისით +13 ღამით +5 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები დედაქალაქში ხვალ წვიმას პროგნოზირებენ. ტემპერატურა თბილისში დღისით + 13, ღამე + 5 გრადუსი იქნება.ცივი და ნალექიანი ამინდი საქართველოში 24 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები