საზოგადოება
C ჰეპატიტის პრეპარატის პირველი პარტია საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა
C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის პირველი პარტია საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა  დავით სერგეენკომ განუცხადა.  მისი თქმით, აღნიშნული პრეპარატებით პირველ რიგში იმ პირთა მკურნალობა დაიწყება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა.
"ხვალ, 21 აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეადს" შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს.  მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ხვალიდან დაიწყება რეალურად უპრეცენდენტო პროექტი, რომლის მიზანიც იქნება ყველა დაავადებულის მკურნალობა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენ ქვეყანას ასეთი შესაძლებლობა ეძლევა.  მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოვა პრეპარატების პირველი პარტია - 8 ათასი ფლაკონი, რომლითაც პირველ რიგში დავეხმარებით მათ, ვისაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა აქვთ",- განაცხადა დავით სერგეენკომ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.