McDonald's-ი მსოფლიოს მასშტაბით, საკუთარი რესტორნების 2 %-ს ხურავს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯმენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც 1 კვარტლის შედეგები გაანალიზა და რეალიზაციის კლება დაფიქსირდა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში აშშ-ში გაყიდვები 2,6%-ით შემცირდა. კომპანიის მოგება კი 36,6%-ით, 811 მლნ დოლარამდე დაეცა, ხოლო შემოსავლები კი 11%-მდე, ანუ 5,96 მლრდ დოლარამდე.
როგორც ირკვევა, ყველაზე მეტი რესტორანი იაპონიასა და ჩინეთში დაიკეტება.
როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, McDonald's-ი Wendy's Co-თან, Chipotle Mexican Grill Inc-თან და Chick-fil-A-თან კონკურენციას ვერ უძლებს და ბაზარზე მისი პოზიციები შესუსტდა.
როგორც ირკვევა, იანვარში McDonald's-ის გაყიდვები თითქმის 2 %-ით შემცირდა, ხოლო თებერვალში ამერიკულმა სარესტორნო ქსელმა კი გაყიდვების 4 %-იანი შემცირების დემონსტრირებაც გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები