"ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ თბილისში მტკვრის დონე რამდენიმე დღით დაიწევს ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე მიმდინარე გეგმური სამუშაოების გამო. კომპანიის განცხადებით, „მოხდება წყალსაცავების გარეცხვა, რაც მიზნად ისახავს წყალსაცავებში დაგროვილი ნაგვისა და ნატანის გატანა-გაწმენდას. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით. ის შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან“. გარეცხვითი სამუშაოები გაგრძელდება 4 დღე.
მასალის გამოყენების პირობები