საზოგადოება
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3327ლარი გახდა
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3327ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, 1 მაისიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3327ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3093 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0234 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 1 მაისიდან ერთი ევროს შეძენა 2.6089 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5407ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0682 ლარი შეადგინა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები