საქართველოს ყველა რეგიონში მოსახლეობის კლების ტენდენცია ფიქსირდება. საქართველოში გამონაკლისი მხოლოდ ქალაქი თბილისია, სადაც მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა.
თუ თბილისში 2002 წელს 1 081 679 ადამიანი იყო, 2015 წლის წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში 1 118 035 ადამიანი ცხოვრობს.
მოსახლეობის ყველაზე დიდი, 37.4%-იანი კლება რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა. მცხეთა-მთიანეთში მოსახლეობის 24.8%-იანი კლება ფიქსირდება.
მოსახლეობის ყველაზე ნაკლები, 10.6%-იანი კლება დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, საქართველოს მოსახლეობა 2002 წლიდან 2015 წლამდე, საქსტატის წინასწარი მონაცემებით 642 000 ადამიანით შემცირდა. თუ 2002 წლის მონაცემებით მოსახლეობა 4 371.5 ათას კაცს შეადგენდა, 2015 წლის 1 იანვრის წინასწარი მონაცემებით 3 729.5 ათას კაცს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები