15 თებერვალს, მართმადიდებლური ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. მირქმასთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
მირქმა ანუ მიგებება უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი თორმეტ საუფლო დღესასწაულიდან ერთერთია.
უძველესი ტრადიციის მიხედვით ყველა ებრაულ ოჯახში დაბადებულ ბავშვი მეორმოცე დღეს ეკლესიაში მიჰყავდათ და მოძღვარს ალოცვინედბნენ.
წესის თანახმად ტაძარში მორიგი ებრაული ოჯახი შევიდა. ამ დროს ეკლესიაში იმყოფებოდა მართალი სვიმეონი, რომელიც უკვე საკმაოდ მოხუცი იყო და ყოველდღე ელოდებოდა კაცობრიობის მხსენელის ხილვას. როდესაც ტაძარში ღვთისმშობელი მარიამი,მართალი იოსები და ყრმა იესო დაინახა სულიწმინდის ძალით მას ეცნობა,რომ ეს სწორედ ის ბაშვი იყო,რომელის ხილვაც მისიც და ადამიდან მოყოლებული ყველა ადამიანის უდიდესი სურვილი იყო.
წმინდა სვიმეონმა ხელში აიყვანა ყრმა და უფალს მადლობა შესწირა თითოეული ქრისტიანი ამ დღეს ცდილობს ისე მიეგებოს უფალს,როგორც საუკუნეების წინ მართალი სვიმეონმა მიირქვა უფალი.
ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული. იგი VI საუკუნემდე გამორჩეული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო - შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ, და, როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.
მასალის გამოყენების პირობები